უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

ყაზახების მწვრთნელი: ერთა ლიგაზე გამოცდილება მივიღეთ - ჯგუფიდან ხმაურით უნდა გავიდეთ

AutoSharing Option
ყაზახეთის ნაკრები, რომელიც საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად ერთა ლიგაზე ჯვაროსნებთან დამარცხდა, ევროპირველობის I ჯგუფში ბელგიასთან, რუსეთთან, შოტლანდიასთან, კვიპროსთან და სან მარინოსთან მოხვდა, მისი მწვრთნელი სტანიმირ სტოილოვი კი ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას არ იშლის.

"კენჭისყრით კმაყოფილი ვარ. უფრო ძლიერი მეტოქეებიც შეიძლებოდა შეგვხვედროდა. გამოკვეთილი ფავორიტი ბელგიაა. რუსეთმა მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგად ითამაშა და ჯგუფიდან გასვლას შეეცდება.

ყველა გუნდს შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება, იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი ნაკრები იქნება. ამოცანად ჯგუფიდან გასვლა უნდა დავისახოთ. ერთა ლიგაზე კარგი გამოცდილება მივიღეთ. იმედია, ეს დაგვეხმარება. ჩვენი გუნდი ჯგუფიდან
ხმაურიანად გასვლას და გულშემატკივრების გახარებას შეეცდება".

ასევე დაგაინტერესებთ