საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე დანიამ ირლანდიას ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 ივნისს, ევროპირველობის შესარჩევი ტურნირზე, D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, დანია საკუთარ მოედანზე ირლანდიასთან ფრეს (1:1) დასჯერდა.

მასპინძლებს გაუჭირდათ სტუმრების მედგარი წინააღმდეგობის დაძლევა და მხოლოდ 76-ე წუთზე მოახერხა შეცვლაზე შესულმა "საუთჰემპტონის" ნახევარმცველმა ჰეიბერგმა ანგარიშის გახსნა, თუმცა მათი სიხარული ხანმოკლე გამოდგა - მალე "ბრაიტონის" მცველმა შონ დაფმა საპასუხო გოლი გაიტანა.

დანიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი კოპენჰაგენში 10 ივნისს გაიმართება.

კოპენჰაგენი. "ტელია პარკენი". 34 610 მაყურებელი
დანია - ირლანდია 1:1
გოლები: ჰეიბერგი (76), 1:1 დაფი (85)

დანია: შმეიხელი, კიაერი, დალსგორი, ლარსენი, კრისტენსენი, შიონე
(ჰეიბერგი 72), დილეინი, ერიკსენი, იორგენსენი, ბრეიტუიტი (დოლბერგი 65), პოულსენი

ირლანდია: რანდოლფი, კოულმენი, კიოგი, სტევენსი, დაფი, უილანი, ჰურიჰანი (ჰოგანი 82), მაკლეინი, ბრეიდი (ჯაჯი 66), ჰენდრიკი, მაკდოლდრიკი (რობინსონი 88)

მკითხველის კომენტარები / 11 /
თუნდაც 1% იყოს ჩვენი შანცი პირიქით უნდა გვიხაროდეს ამათი ფრე. რამ გაგაბოროტათ ხალხო რამ გაგიქვავათ გული. დაუშვადა მოხდა სასწაული და მოვუგეთ დანიას ხო შეიცვლება ყველაფერი... ვითომ ფეხბურთის მცოდნენო და კრიტიკოსებო მოკეტეთ.. მე კი რა ნაკრებიც გვყავს მაგას ვგულშემავტკივრობ ბოლომდე
ზუგდიდი
14:28 08-06-2019
4
დანიას მოუგებთ
imeda
11:27 08-06-2019
8

სიახლეები პოპულარული