უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

უკრაინის ნაკრებში კონფლიქტზე წერენ - შევჩენკო ყველაფერს უარყოფს

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ყოველგვარი კონფლიქტი გამორიცხა.

"იცით, ასეთ ჭორებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ნაკრებში ბრწყინვალე ატმოსფეროა. უკრაინის ეროვნული გუნდი ყველასთვის ღიაა. გთხოვთ, შემოგვიარეთ. ყველა ჟურნალისტს ვუშვებთ, ინტერვიუზე უარს არ ვამბობთ. ცოტა ხნის წინ ჩვენ შესახებ კარგი ფილმიც გადაიღეს. კარი არ ჩაგვირაზავს და მოსამზადებელ ეტაპზეც ყველას ყველაფერი ვუჩვენეთ.

საიდუმლოები არ გვაქვს. გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარიც არ მინდა, ამ ამბავზე, უბრალოდ, მეცინება. ბიჭები შედეგის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ", - თქვა შევჩენკომ "ველიკი ფუტბოლის" ეთერში.

უკრაინულ მედიაში
არსებული ინფორმაციით, ანდრეი იარმოლენკოსა და მარლოსს შორის კონფლიქტი მოხდა. იარმოლენკო მარლოსის ნიდერლანდების ნაკრებთან თამაშით უკმაყოფილო იყო.
ასევე დაგაინტერესებთ