საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე გათამაშებაში B1 ჯგუფში ჩეხეთთან, უკრაინასთან და ალბანეთთან ითამაშებს. პარიზში ჩატარებულ კენჭისყრაზე კომენტარი უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სერგეი რებროვმა გააკეთა:
"სინამდვილეში წილისყრისგან არაფერს არ ველოდი, ვინაიდან ახლა ევრო 2024-ის პლეი-ოფის მოლოდინში ვართ, რის შემდეგაც ყველა ამ გუნდზე ინფორმაციას შევაგროვებთ. ვთვლი, რომ ამჟამად მარტის გამოცდებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული.
ჩეხეთისა და ალბანეთის მატჩებს ბევრჯერ ვუყურე, საქართველოსას - ნაკლებად. ალბანელები ძლიერად თამაშობენ, ევროზე გასვლა დაიმსახურეს, ისევე, როგორც ჩეხებმა, აგრეთვე - ქართველებმა, რომლებიც შესარჩევის პლეი-ოფში ითამაშებენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ჯგუფში რთული
დიახ, პლეი-ოფისათვის მომზადებაზე ვართ კონცენტრირებული, მაგრამ ერთა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია. იქიდან ევროპირველობაზე გაღწევის შესაძლებლობა ყველას აქვს. ადრე ამხანაგური შეხვედრები იმართებოდა, ახლა კი ნაკრებებს უფრო მნიშვნელოვანი დაპირისპირებები აქვთ. ჩვენი ამოცანა ლიგა A-ში დაბრუნება იქნება? დიახ".