ევროპის ჩემპიონატზე ფინეთთან მატჩის 26-ე წუთზე დაშავდა რუსეთის ნაკრების 30 წლის ნატურალიზებული მცველი მარიო ფერნანდესი. ის სასწრაფოდ სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს და როგორც იტყობინებიან, ხერხემლის გულ-მკერდის არეში აქვს ტრავმა მიღებული.
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი ექიმი ნიკიტა კარლიცკი ამბობს, რომ გამოკვლევის ჩატარებამდე ჯერ რაიმე კონკრეტულის თქმა ძნელია. სავარაუდოდ, ეს ფეხბურთელის კარიერაზე არ იმოქმედებს, მაგრამ შეიძლება დიდხანს მოუწიოს მკურნალობა.