ვიეირას იტალია არ მოსწონს და ფავორიტად არ მიიჩნევს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების თამაში საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა პატრიკ ვიეირამ შეაფასა.

"ვფიქრობ, იტალიას პირველი ორი მატჩი ადვილი ჰქონდა. რა თქმა უნდა, უნდა დაამარცხო ის, ვინც შენ წინააღმდეგ მოედანზე გამოდის, მაგრამ მე ჯერ კიდევ ეჭვი მეპარება ამ გუნდის შესაძლებლობებში, რომ მთელი გზა ბოლომდე გაიაროს.

ვთვლი, რომ იტალიელები არასაკმარისად ინტენსიურად თამაშობენ, მძლავრად და სწრაფად, შეტევაში არასაკმარისად მწვავედ. ასე რომ, მე დაველოდები. ჯერ ძალიან ადრეა, იტალია ტურნირის მოგების პრეტენდენტად განვიხილოთ", - განაცხადა ვიეირამ ITV Football-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ ფეხბურთელს პატივ ვცემ მარა შეფასება ძალიან მიკერძოებულია, იტალიას რაც შეეხება ჩემი აზრით 2006 ში არ უთამაშიათ ისეთი ფეხბურთი, როგორსაც ეხლა თამაშობენ, ყოჩაღ მანჩინის
სუბიექტური ვიეირა
17 ივნისი 2021 17:52
2
არ ვყოფილვარ იტალიის გულშემატკივარი არასოდეს, მაგრამ თუ გამართული და შემტევი ფეხბურთი გიყვარს, ამაზე მეტს ვერ მოითხოვ. თან აშკარად არაიტალიური სტილი, 3 შემტევი და ფიზიკურად ბოლომდე თამაში. 3 ბურთი გაეტანოს ზედიზედ ორ თამაშში, ასეთი რამ საუკეთესო წლებშიც არ მომხდარა. თუ ასე გააგრძელეს, გრიალით გავლენ ფინალში და ალალიც იქნება მათზე
: )))))))
17 ივნისი 2021 18:38
3
Gadasarevi gundia magram..safrangetis tamashs tu uyures yvelafriss xaliss dakargavnen.


Milani
18 ივნისი 2021 02:45
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული