უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

ჰოლანი კინაღამ გაიგუდა და გულშემატკივრებმა უსტვინეს

AutoSharing Option
ევროპირველობის შესარჩევ ციკლში ნორვეგიის ნაკრები ოსლოში შოტლანდიასთან 1:2 დამარცხდა. ამ მატჩში მასპინძლები თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ერლინ ჰოლანმა დააწინაურა, რომელიც 84-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ის გულშემატკივრებს არ დაელაპარაკა და ავტობუსში ავიდა, რის გამო უსტვინეს.

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის შეცვლის მიზეზი ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა განმარტა: "შეცვლა მომთხოვა. 10-12 წუთი დავახანე მისი მოედნიდან გაყვანა. ამ დროის განმავლობაში თითქოს რიცხობრივ უმცირესობაში ვიყავით. ერლინი დაიქანცა, სუნთქვა უჭირდა, უბრალოდ გაიგუდა. 30-გრადუსიანმა სიცხემ იმოქმედა".

ასევე დაგაინტერესებთ