ესპანელი სპეციალისტის თქმით, ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო ნორვეგიელის ასაკში ერლინის მსგავს ფეხბურთს ვერ აჩვენებდნენ.
"ერლინი ახალგაზრდაა. ის მოედანზე ყოველთვის რთულ პოზიციაზე თამაშობს, რადგან მას 4-5 ფეხბურთელი მუდამ მეურვეობს. მას ვუთხარი, რომ პოზიტიური დამოკიდებულება შეენარჩუნებინა და გოლები აუცილებლად მოვიდოდა.
ჰოლანის სიმაღლის ფეხბურთელისთვის ტრავმის შემდეგ დაბრუნება მარტივი არ არის. ის მშიერია და მუდამ გოლების გატანა სურს, თუმცა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს.
შეხედეთ მის ციფრებს, ამ ასაკში მესის და რონალდოს მსგავსი
შეგახსენებთ, ჰოლანმა პრემიერლიგაში ჩატარებულ 50 მატჩში 51 გოლის გატანა მოახერხა, მსგავსი შედეგი კი აქამდე არავის დაუფიქსირებია.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
ქომაგებს უნდა დაამახსოვრო თავი ლამაზი თამაშითაც, დრიბლინგებით, ბურთის სწორი გადაცემით თანაგუნდელისთვის (ასისტები) და ასე შემდეგ. ვინაიდან ჰოლანი უსაშცელოდ მაღალია, აქედან გამოდინარე არ აქვს ეს თვისებები, რაც ავღნიშნე. მე პირადად ლამაზ ფეხბურთს ვანიჭებ უპირატესობას და აქედან გამომდინარე იმ ფეხბურთელსაც, რომელიც ცდილობს სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს აჩვენოს, თუ რა არის ნამდვილი ფეხბურთი!