უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

ევრო 2024-ის 13 მონაწილე ცნობილია - ყაზახეთი შანსს ინარჩუნებს

AutoSharing Option
ჩატარდა ევროპის ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურის მატჩები და ევრო 2024-ის საგზური კიდევ ორმა გუნდმა მოიპოვა - ალბანეთმა და დანიამ.

უკვე ცნობილია ევროპირველობის 13 მონაწილე: გერმანია (მასპინძელი), ალბანეთი, დანია, ავსტრია, ინგლისი, ბელგია, უნგრეთი, ესპანეთი, შოტლანდია, პორტუგალია, თურქეთი, საფრანგეთი და სლოვაკეთი.

ტურნირზე გასვლის შანსი აქვს ყაზახეთს, რომელიც H ჯგუფში 18 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან სლოვენიას 1 ქულით ჩამორჩება. ეს გუნდები ერთმანეთს 20 ნოემბერს ლიუბლიანაში შეხვდებიან და ყაზახებს მიზნის მისაღწევად სტუმრად გამარჯვება სჭირდებათ.

იმ შემთხვევაში, თუ ყაზახეთი ჯგუფიდან გავა, მარტში ჩასატარებელ
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები შეიცვლება.

ასევე დაგაინტერესებთ