უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

"ნაბიჭვარო!" - მბაპესა და ლევანდოვსკის დაპირისპირების დეტალები ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საფრანგეთი პოლონეთს დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. აღნიშნულ დაპირისპირებაში კილიან მბაპემ და რობერტ ლევანდოვსკიმ ზუსტად შესრულებული პენალტები გაცვალეს.

საინტერესოა, რომ ამ ვარსკვლავებს ერთ-ერთ ეპიზოდში კონფლიქტიც მოუვიდათ. ლევანდოვსკი მბაპეს გატეხილ ცხვირსა და სახეზე შეეხო, RMC SPORT-ის ცნობით კი, კილიანმა მას ნაბიჭვარი უწოდა და სასწრაფოდ საჩივლელად მსაჯთან მივიდა.

ინფორმაციისთვის, მოთამაშეებმა კონფლიქტი შეხვედრის შემდეგ მოაგვარეს და ერთმანეთს თბილად დაემშვიდობნენ.

მბაპესა და ლევანდოვსკის დაპირისპირება უკვე "ბარსელონა"-"რეალის" ეგიდით გველის, პოლონეთი კი, საფრანგეთისგან განსხვავებით, ჯგუფში ჩარჩა.
ასევე დაგაინტერესებთ