"მასთან ერთად თამაში ბრწყინვალე რამაა" - ბელინგემმა მბაპეზე ისაუბრა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა "სიტისთან" (3:0) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"კილიანთან ერთად თამაში ბრწყინვალე რამაა, როდესაც მას პასს აძლევ, წინასწარ იცი, რომ რაღაც განსაკუთრებულს გააკეთებს.

როცა მბაპე ბურთს საჯარიმოსთან იღებს, ძალიან საშიში ხდება, კილიანს ორივე ფეხის გამოყენება შეუძლია. მას წარმატებული კარიერა უკვე აქვს. "რეალში" თავიდან ცოტა მძიმედ დაიწყო, მაგრამ ადაპტაციის გავლა მოახერხა", - განაცხადა ბელინგემმა.

შეგახსენებთ, გუშინდელ შეხვედრაში ფრანგმა შემტევმა "სიტის" წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა.

altჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი: "რეალმა" "სიტის" მბაპეს ჰეთ-თრიკით სძლია - პსვ-მ ტურნირიდან "იუვენტუსი" გამოაგდო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული