უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

ესპანეთის ნაკრები: დელ ბოსკემ ისკო დატოვა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ 31 მაისს, განაცხადების გამოქვეყნების ბოლო დღეს უცნაური რამ ჩაიდინა.

მან გამოაქვეყნა 19-კაციანი შემადგენლობა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი გუნდების, "ატლეტიკოსა" და "რეალის" წარმომადგენლების გარეშე. ასეთი კი დანიელ კარვახალის დაკლების შემდეგ, 6 იყო. ცხადი გახდა, რომ დელ ბოსკე, ორ მათგანს გაცხრილავდა. ცოტა ხნის წინ ოფიციალური შემადგენლობა გამოქვეყნდა აღმოჩნდა, რომ დელ ბოსკემ უარი თქვა "ატლეტიკოს" ახალგაზრდა ნახევარმცველ საულ ნიგესზე და "რეალის" შუახაზელ ისკო ალარკონზე.

საბოლოო განაცხადი:

მეკარეები:
დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), იკერ კასილიასი (პორტო), სერხიო რიკო (სევილია)
მცველები:
მიკელ სან ხოსე (ბილბაო), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), ჟორდი ალბა (ბარსელონა), მარკ ბარტრა (ბარსელონა), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), ექტორ ბელერინი (არსენალი), სერხიო რამოსი (რეალი), ხუანფრანი (ატლეტიკო)
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ბრუნო სორიანო (ვილიარეალი), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი), სესკ ფაბრეგასი (ჩელსი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), პედრო როდრიგესი (ჩელსი), კოკე (ატლეტიკო)
თავდამსხმელები: არიც ადურისი (ბილბაო), ალვარო მორატა (იუვენტუსი), ნოლიტო (სელტა), ლუკას ვასკესი (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ