ფრაიბურგი-დორტმუნდი
"დორტმუნდისთვის" მატჩი ცუდად დაიწყო: პირველ ნახევარ საათში სტუმრებმა ორი წამყვანი მცველი დაკარგეს - ბარტრა და მარსელ შმელცერი. ამ უკანასკნელს 29-ე წუთზე გაშლილი ფეხი ჩაარტყა იორიკ რავემ. შმელცერი საკაცით გაიყვანეს მოედნიდან, დამნაშავეს კი ვიდეორეფერის კარნახის შემდეგ, წითელი ბარათი უჩვენეს. როგორც ვარაუდობენ, ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში შმელცერისა და ბარტრას თამაში საეჭვოა.
თუმცა, რიცხობრივმა უპირატესობამ ცუდი სამსახური გაუწია
უპირატესობა კი მართლაც დიდი იყო. მაგალითად, 66-ე წუთისთვის "დორტმუნდს" 18 დარტყმა ჰქონდა, ხოლო ბურთის ფლობა - 80 პროცენტი! "ბორუსიამ" მატჩი 25 დარტყმით დაასრულა, მაგრამ აქედან მხოლოდ სამი იყო ზუსტი.
ფაქტები
- "დორტმუნდის" რიგებში დებიუტი ჰქონდა ანდრეი იარმოლენკოს, რომელმაც მარიო გიოტცე შეცვალა.
- მარსელ შმელცერმა 225-ე მატჩი ითამაშა "დორტმუნდის" შემადგენლობაში და ამ მაჩვენებლით მატს ჰუმელსს გაუთანაბრდა.
- "დორტმუნდს" ზედიზედ 12 მატჩი ჰქონდა მოგებული "ფრაიბურგისთვის", ბოლო ოთხ მატჩში ამ გუნდის წინააღმდეგ კი მინიმუმ სამ გოლს იტანდა.
- "დორტმუნდს" ჯერ გოლი არ აქვს გაშვებული. ბოლოს გუნდმა ჩემპიონატის პირველ სამ მატჩში "მშრალად" კარი 16 წლის წინ შეინახა.
ჰოფენჰაიმი-ბაიერნი
მატჩის წინ "ჰოფენჰაიმის" დამრიგებელი იულიან ნაგელსმანი ყველანაირი სოციალური ქსელიდან ამოეწერა, რადგან, მისი თქმით, ეს ყველაფერი კონცენტრაციაში უშლიდა ხელს. შესაძლოა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 30 წლის მწვრთნელმა ისევ შეძლო "ბაიერნის" დამარცხება.
"მოხარულები ვართ, რომ შევძელით მოგება. ყველა სტატისტიკური პარამეტრით უარესნი ვიყავით - გარდა გოლებისა. დაუმსახურებლად წავიყვანეთ ანგარიში. თან გაგვიმართლა, რომ ლევანდოვსკიმ ძელს გაარტყა ბურთი. მაგრამ ჩვენ ბევრი ვირბინეთ, გულით ვაკეთებდით ყველაფერს და გამარჯვებაც მოვიპოვეთ", - ასეთი იყო მატჩის შემდეგ ნაგელსმანის შეფასება.
"ბაიერნის" კარში პირველი გოლი მართლაც უცნაური იყო. მატს ჰუმელსმა ბურთი კუთხურზე ძლიერი დარტყმით მოიგერია. მცველმა საქმე მოთავებულად ჩათვალა და წამით მოდუნდა, მაგრამ კრამარიჩმა ოპერატიულად შეიტანა ბურთი აუტიდან და მარკ უტმა ახლო კუთხეში გაუტანა მანუელ ნოიერს. მანვე მეორე ტაიმში ცუბერის იდეალური პასი გამოიყენა და "ბაიერნმა" სეზონში პირველი მატჩი წააგო.
"რთული მატჩი იყო. ბევრს ვცდილობდით და რამდენიმე კარგი მომენტიც გვქონდა, მაგრამ ზოგიერთ სიტუციაში კონცენტრაცია გვაკლდა.
ცოტა თავისუფალი სივრცე გვქონდა შეტევაში. ამიტომაც ფლანგიდან ფლანგზე ბურთის გადატანით ვცდილობდით თავისუფალი ზონების შექმნას. დღეს ამ ტაქტიკამ წარმატება არ მოგვიტანა. ასეთი რამ ხდება ფეხბურთში", - განაცხადა მიუნხენელთა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ.
ფაქტები
- მარკ უტს 5 ოფიციალურ მატჩში 5 გოლი დაუგროვდა. ეს მისი გუნდის გოლების ნახევარზე მეტია.
- თომას მიულერმა "ბაიერნის" შემადგენლობაში მე-400 მატჩი ჩაატარა.
- 30 წლის იულიან ნაგელსმანი დაუმარცხებელია "ბაიერნთან" "ჰოფენჰაიმის" მწვრთნელის რანგში: ფრე, მოგება, მოგება!
- "ჰოფენჰაიმს" ბუნდესლიგის ბოლო 10 მატჩიდან რვაში გოლი არ გაუშვია.
სხვა მატჩებიდან...
- კევინ-პრინს ბოატენგმა სადებიუტო გოლი გაიტანა "აინტრახტის" შემადგენლობაში და გუნდს სტუმრად "გლადბახთან" მოაგებინა.
- "აუგსურგი" "კიოლნს" ისლანდიელი ალფრედ ფინბოგასონის ჰეთ-თრიკის წყალობით გაუსწორდა.
- "ჰანოვერმა" ფრე ითამაშა "ვოლფსბურგთან" და "დორტმუნდთან" და "ჰოფენჰაიმთან" ერთად პირველ-მესამე ადგილებს იყოფს.
- მარტინ ჰარნიკმა ბუნდესლიგის გასვლით მატჩებში "ჰანოვერის" მე-500 გოლი გაიტანა.
- ტიმო ვერნერმა "ლაიპციგისა" და გერმანიის ნაკრების რიგებში ბოლო ოთხ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.
- "ჰამბურგმა" სეზონში პირველი მატჩი წააგო.
ჰამბურგი-ლაიპციგი 0:2
გოლები: 0:1 კეიტა (67), 0:2 ვერნერი (75)
ლაიპციგი: გულაჩი, ორბანი, ჰალსტენბერგი, ბერნარდუ (59. კლოსტერმანი), უპამეკანო, ზაბიტცერი, კეიტა, დემე, ბრუმა (69. კამპლი), ვერნერი, ოგუსტენი (78. პოულსენი).
ფრაიბურგი-დორტმუნდი 0:0
დორტმუნდი: ბიურკი, პაპასტატოპულოსი, პიშჩეკი, შმელცერი (31. ზაგადუ), ბარტრა (18. თოფრაქი), გონსალო კასტრო, შაჰინი, გიოტცე (79. იარმოლენკო), პულიშიჩი, ობამეიანგი, ფილიპი.
გაძევება: რავე (27. ფრაიბურგი).
გლადბახი-აინტრახტი 0:1
გოლი: 0:1 კ-პ. ბოატენგი (13)
აუგსბურგი-კიოლნი 3:0
გოლები: 1:0 ფინბოგასონი (21), 2:0 ფინბოგასონი (32), 3:0 ფინბოგასონი (90+4).
ვოლფსბურგი-ჰანოვერი 1:1
გოლები: 1:0 დიდავი (52), 1:1 ჰარნიკი (75)
მაინცი-ლევერკუზენი 3:1
გოლები: 0:1 კორი (22), 1:1 მუტო (45), 2:1 დიალო (57), 3:1 სერდარი (71)
ლევერკუზენი: ლენო, ბენდერი, ტა, ვენდელი, ჰენრიხსი, არანგისი, ბელარაბი, კორი (84. კისლინგი), ბრანდტი (56. ჰაფერცი), მეჰმედი, ფოლანდი (64. პოიანპალო).
ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 2:0
გოლები: 1:0 უტი (27), 2:0 უტი (51)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, კადერჟაბეკი, ბიჩაკჩიჩი, ჰიუბნერი, ნორდტვეიტი, ცუბერი (69. შულცი), დემირბაი, ამირი, გაიგერი (63. პოლანსკი), კრამარიჩი, უტი (76. ოხსი).
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია (78. რიბერი), ხავი მარტინესი, ჰუმელსი, რუდი (57. რობენი), მიულერი (78. ხამეს როდრიგესი), ტიაგო ალკანტარა, კომანი, ტოლისო, კიმიხი, ლევანდოვსკი.
ჰერტა-ვერდერი 1:1
გოლები: 1:0 ლეკი (38), 1:1 დელენეი (59)
შალკე-შტუტგარტი 3:1
გოლები: 1:0 ბენტალები (4-პენ), 1:1 აკოლო (40), 2:1 ნალდო (47), 3:1 ბურგშტალერი (48)
შალკე: ფერმანი, სტამბული, ნალდო, ნასტასიჩი, კერერი, გორეტცკა, ბენტალები (46. დ. კალიჯური), ოშჩიპკა, მ. მაიერი (46. ბურგშტალერი), ჰარიტი (76. მაკენი), კონოპლიანკა.
ბომბარდირები: 4 - ფინბოგასონი (აუგსბურგი); 3 - ლეკი (ჰერტა), ლევანდოვსკი (ბაიერნი), უტი (ჰოფენჰაიმი), ვერნერი (ლაიპციგი), ბენტალები (შალკე).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"