ანჩელოტის შეთქმულება მოუწყვეს თუ თავად მოახდინა ყველაფრის პროვოცირება?

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ლოთარ მათეუსი არ გამორიცხავს, რომ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ სამუშაოდან წასასვლელად სპეციალურად გადაიმტერა წამყვანი ფეხბურთელები და ეს ყველაფერი მის მიერ იყო პროვოცირებული.

ანჩელოტიმ განაცხადა, რომ 10 თვით მეუღლესთან ერთად კანადაში დაისვენებს, დამშვიდდება და შემდეგ გააგრძელებს მუშაობას:

"როგორც ჩემს სამშობლოში ამბობენ, დუმილი ხანდახან ოქროა. სჯობს, ბევრი არ ვილაპარაკო, განვსაჯო ყველაფერი. კლუბის ხელმძღვანელები სულ მსაყვედურობდნენ რბილი ხასიათის გამო და ახლა გავხდი ასეთი დესპოტი? შეუძლიათ, რაც უნდათ, ის ილაპარაკონ".

გუშინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნახევარმცველმა არიენ რობენმა თქვა,
ჩემს შვილებს ბავშვთა გუნდში ანჩელოტიზე უკეთესი მწვრთნელები ჰყავთო. დღეს ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს და გუნდიდან წასულ ხალხზე ზურგს უკან ლაპარაკი არ სჩვევია.

მოკლედ, ძალიან რთული სიტუაციაა და ძნელი გასარკვევია, კარლოს შეთქმულება მოუწყვეს თუ თავად მოახდინა ყველაფრის პროვოცირება. ისე, საერთოდ, კონფლიქტური პიროვნება არაა და ამის გამკეთებელი არ ჩანს. თუმცა, რას გაიგებ..."
მკითხველის კომენტარები / 1 /
კახა, ჩამოიყვანე ჩვენი ნაკრების მწვრთნელად.
0

სიახლეები პოპულარული