"დორტმუნდი" მარკო როისს ვარჯიშებზე ნაკლებად დატვირთავს
AutoSharing Option
ტრავმის მორჩენის შემდეგ "დორტმუნდის" ნახევარმცველმა მარკო როისმა ზედიზედ 3 მატჩში გაიტანა გოლი, ხოლო გუნდის მწვრთნელმა პეტერ შტიოგერმა განაცხადა, რომ მას ვარჯიშებზე ნაკლებად დატვირთავენ:
"მნიშვნელოვანია, რომ მარკო ფორმაში იყოს, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღოს მონაწილეობა. საბედნიეროდ მუხლი აღარ სტკივა. მიუხედავად ამისა, სიფრთხილე გვმართებს და ვარჯიშებზე ნაკლებად დავტვირთავ".