სახლში 1:0 მოგების შემდეგ „ბორუსია“ დაცვაში არ ჩადგა. შეხვედრა ლამაზი სანახავი იყო, სწრაფ ტემპში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც მბაპეს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ჰუმელსმა დაბლოკა, საპასუხო იერიშისას კი ადეიმის გატანა მეკარე დონარუმამ არ დაანება.
მეორე ტაიმის დასაწყისში ზაირ ემერიმ ორიოდ მეტრიდან კობელის კარის ძელს გაარტყა ბურთი, ხოლო ცოტა ხანში „დორტმუნდი“ თავურით ჰუმელსმა დააწინაურა. აქედან მოყოლებული, „პარი სენ ჟერმენი“ შტურმზე გადავიდა და გერმანული გუნდი ისევ ძელმა იხსნა, ამჯერად მენდეშის დარტყმის შემდეგ. მერე მბაპეს კობელმა არ გაატანინა, მარკინიოსის თავურმა ვერ უწია მიზანს, მბაპემ და ვიტინიამ ბურთი ხარიხას გაარტყეს და მატჩი 0:1 დასრულდა.
მეორე ფინალისტი დღეს მადრიდში „რეალისა“ და „ბაიერნის“ შეხვედრაში გაირკვევა.
პარიზი. „პარკ დე პრენსი“. 46 435 მაყურებელი
პსჟ - დორტმუნდი 0:1
გოლი: ჰუმელსი (50)
ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: "დორტმუნდმა" პსჟ-ს 1:0 მოუგო - "პარკ დე პრენსზე" ომი იქნება [VIDEO]