"დორტმუნდი" ბუნდესლიგაზე პირველად დამარცხდა - თანაც "ფორტუნასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 დეკემბერს, ბუნდესლიგის მე-16 ტურში "დორტმუნდი" დიუსელდორფში ფორტუნასთან" 1:2 დამარცხდა ".

"დორტმუნდმა" ამ სეზონში გერმანიის ჩემპიონატზე პირველი მარცხი განიცადა, თუმცა 39 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა.

"დორტმუნდის" თავდამსხმელი პაკო ალკასერი კვლავ შეცვლაზე შევიდა და კვლავ გაიტანა გოლი. აქამდე გერმანიის პირველობაზე შეცვლაზე შესულ არც ერთ ფეხბურთელს 10 გოლი არ გაუტანია.

მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" სახლში 2:0 მოუგო "ნიურნბერგს" და 33 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

თუ 19 დეკემბერს "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე "ლაიპციგს" სძლია, მეორე პოზიციას დაიბრუნებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული