Don Balon: ჟოზე მოურინიომ შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნი" ჩაიბაროს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნიატედიდან" გათავისუფლებული ჟოზე მოურინიო ახლო მომავალში შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი გახდეს, იტყობინება Don Balon.

გამოცემის ცნობით, გერმანული კლუბის ხელმძვაელობას ნიკო კოვაჩის გაშვება სურს.

"ბაიერნი" ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის წასვლის გამო რეორგანიზაციას გეგმავს. გარდა ამ ორისა კლუბი შესაძლოა ტომას მიულერმა, ჩავი მარტინესმა, ჟერომ ბოატენგმა და მატს ჰუმელსმა დატოვონ.

ხოლო ახალი გუნდის შექმნა პორტუგალიელ სპეციალისტს დაევალება.

შეგახსენებთ, რომ მოურინიოს სამომავლო გუნდთან ასევე მადრიდის "რეალი" სახელდება.

altჟოზე მოურინიოს პირველი კომენტარი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გათავისუფლების შემდეგ

altEl Pais: "რეალმა" მოურინიოს გუნდის ზაფხულში

ჩაბარება და 20-მილიონიანი ხელფასი შესთავაზა
ასევე დაგაინტერესებთ