"ჩელსის" ფანებს მოურინიოს დაბრუნება სურთ - ამ ეტაპზე ეს შეუძლებელი ჩანს

AutoSharing Option
პრემიერლიგის 27-ე ტურში "ჩელსიმ" გასვლაზე "ბრენტფორდთან" უხგვოლიანი ფრე, 2:2 ითამაშა. თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც ლონდონელები მარცხდებოდნენ, "არისტოკრატების" ფანებმა ჟოზე მოურინიოს სკანდირება დაიწყეს.

Daily Mail-ი წერს, რომ ამ ეტაპზე პორტუგალიელის დაბრუნება "სტემფორდ ბრიჯზე" გამორიცხულია, რადგან თანამშრომლობით არცერთი მხარე არაა დაინტერესებული.

"ჩელსის" ახლა მაურისიო პოჩეტინო წვრთნის და ახალგაზრდა ფეხბურთელებით ახალი პროექტი აქვს დაწყებული, თუმცა წარმატება ამას ნამდვილად არ ეთქმის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული