"ბაიერნი" "შალკეს" მეკარეს მუქთად ჩაიგდებს ხელში - ისევე, როგორც ნოიერი 2011 წელს

AutoSharing Option
"ბილდის" ცნობით, "შალკეს" მეკარე ალეკსანდრ ნიუბელი კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს.

ნიუბელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და მან "ბაიერნთან" უკვე შეათანხმა ხუთსეზონიანი კონტრაქტი.

2011 წელს "ბაიერნმა" ასევე მუქთად ჩაიგდო ხელში "შალკეს" მაშინდელი გოლკიპერი მანუელ ნოიერი.

23 წლის ნიუბელი გელზენკირხენული კლუბის აღზრდილია, ამ სეზონში კი ბუნდესლიგის 15 მატჩში 18 გოლი გაუშვა.