
ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა "ბაიერნთან" კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააგრძელა, - იტყობინება მიუნხენური კლუბი საიტით.
კიმიხი "ბაიერნში" 2015 წლიდან თამაშობს, ამ გუნდში რვაჯერ გახდა ბუნდესლიგის გამარჯვებული, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
მიმდინარე სეზონში 30 წლის კიმიხმა გერმანიის ჩემპიონატის 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.