ლიოვი გერმანიის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა განიხილა ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელი გამოსვლები, განსაკუთრებით, ერთა ლიგაზე ესპანეთთან წაგება (0:6) და იმსჯელეს იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა გუნდის სათავეში მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის დატოვება.

კამათის შემდეგ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე ბუნდესგუნდის თავკაცის შეცვლა არასწორი იქნება და ლიოვი პოსტზე დატოვეს. 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე გერმანია მისი ხელმძღვანელობით ითამაშებს.