ტონი კროოსი გერმანიის ნაკრებში ბრუნდება

AutoSharing Option
"რეალის" 34 წლის ნახევარმცველი ტონი კროოსი გერმანიის ნაკრებში ბრუნდება, - ამის თაობაზე ფეხბურთელმა "ინსტაგრამზე" დაწერა:

"ბიჭებო, მოკლედ: მარტიდან ისევ ვითამაშებ გერმანიის ნაკრებში. რატომ? იმიტომ, რომ მწვრთნელმა მთხოვა და დავთანხმდი. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე იმაზე მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე უმრავლესობა ფიქრობს!"

კროოსმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ 2021 წელს ევროპირველობის შემდეგ გამოაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯაბა თავისი სურვილით არ წასულა. უბიძგეს სანაკრებო კარიერის დამთავრება. აღარ ათამაშეს რამდენიმე მატჩი ძირითადში და აგრძნობინეს წასვლის დროაო. სიმბოლურად მეასე თამაშიც ათამაშეს მაგრამ კობიაშვილზე გადასწრების საშუალება არ მისცეს. სიმბოლურად კიდევ 1 მაინც ეთამაშა.
ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, დარწმუნებული ვარ ჯაბას უნდა თამაში მაგრამ სანიოლი და ფედერაცია აღარ იძახევს. ვნახოთ მარტში რა იქნება
მალხაზ ჯობავას
18:24 23-02-2024
0
ჯაბა ძმაო, შენ კროოსზე ნაკლები არა ხარ, არც გვარიშვილობით და არც სამშობლოს მიმართ სიყვარულით. ჰოოდა ახლა ჯერი შენზე და ფედერაციაზეა. სხვებსაც ვანახოთ, რომ ჩვენი ერისთვის და ჩვენი ხალხისთვის, ჩვენც შეგვიძლი, ჩვენს თავზე მაღლა ახტომა.
მალხაზ ჯობავა
21:15 22-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული