ჰოლანმა მთელ "დორტმუნდს" ნახევარ მილიონზე მეტი თანხის საჩუქრები უყიდა

AutoSharing Option
Bild-ის ინფორმაციით, ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა "დორტმუნდის" მთელ შემადგენლობასა და კლუბში მომსახურე პერსონალს ძვირადღირებული საჩუქრები უსახსოვრა. 

21 წლის ფორვარდი "დორტმუნდიდა" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა და წასვლის წინ ყველა თანაგუნდელს Rolex-ის ფირმის საათები აჩუქა. ნივთების ფასი 13 000 - 15 000 ევრო გახლავთ. 

საათები ნიდერლანდებიდან გერმანიაში 2 ლიმუზინით ჩაიტანეს და თითოეული ფეხბურთელისთვის განკუთვნილ საათებს პერსონალური ნიშანი აქვს. 

გუნდელების გარდა ერლინმა საჩუქარი "დორტმუნდის" 20-ზე მეტ თანამშრომელს გადასცა - ფიზიოთერაპევტებს, მზარეულსა და კონსულტანტებს. მათთვის ნორვეგეილმა Omega-ს ფირმის საათები შეიძინა, რომელთა ფასი 7000 - 9500
ევროა. 

საერთო ჯამში, საჩუქრებისთვის ერლინმა 600 000 ევროზე მეტი დახარჯა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
კვირაში აქვს ნახევარი მილიონი ევრო ხელფასი. ბონუსი კიდევ სხვაა
ჟორა
14:05 23-05-2022
0
ზოგ ქართველ სპორცმენს თავისი ცოლისთვის ენანება ფული
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული