"ბაიერნი" ზამთარში გაძლიერდება - კლუბი მინიმუმ 2 ტრანსფერს განახორციელებს

AutoSharing Option
ცნობილი და გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის,, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბაიერნი" გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გააძლიერებს.

მიუნხენელები იანვრის თვეში ახალი 2-3 ფეხბურთელის დამატებას შეეცდებიან.

მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგის გასულ ტურში გასვლაზე "აინტრახტთან" 1:5 განადგურდა და იყო საუბარი იმის შესახებ, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს გაათავისუფლებდნენ.