დიეგო კოშტა "ჩელსიში" არ დაბრუნდება

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მენეჯერმა ანტონიო კონტემ თავდამსხმელ დიეგო კოშტას უთხრა, რომ აღარ ათამაშებდა, ამ უკანასკნელმა გუნდის გამოცვლა მოისურვა, მადრიდის "ატლეტიკო" მზად იყო 54 მილიონ ევროდ შეეძინა, მაგრამ "არისტოკრატებმა" ჯიბრზე არ გაყიდეს და პრემიერლიგის განაცხადში შეიყვანეს.

არანაკლებ ჯიბრიანია დიეგოც, "ტელეგრაფის" ცნობით, ის ინგლისში დაბრუნებას არ აპირებს და ეს მიუხედავად იმისა, რომ 300 ათასი ფუნტით უკვე დააჯარიმეს და თუ იგნორირება გააგრძელა, ჯარიმის საერთო ოდენობა 3 მილიონამდე გაიზრდება.
ასევე დაგაინტერესებთ