ცნობილმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარტენოპეი" კანადის ნაკრებისა და "ლილის" ფორვარდის, ჯონათან დევიდის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა. მას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება და "ლილში" თამაში აღარ სურს. შესაბამისად, კლუბი მის სანაცვლოდ დიდ თანხას არ მოითხოვს.
ამ ამბავს სპორტული ჟურნალისტი მასიმო სპარნიელი გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, სპარნიელი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ცნობილი იტალიელი სპეციალისტი
"კონტეს "ნაპოლიში" გადასვლაზე დიდი ხანი ვსაუბრობდი. ვადასტურებ, რომ ანტონიო ამ ვარიანტს სერიოზულად განიხილავდა, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში "პარტენოპეი" რაღაც უცნაურს აკეთებს, მხედველობაში მაქვს ჯონათან დევიდის ტრანსფერი, რომელიც კონტეს არ მოსწონს", - განაცხადა სპარნიელიმ.
შეგახსენებთ, დევიდი "ლილმა" 2020 წელს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ამ პერიოდის განმავლობაში კანადელმა ფრანგული კლუბის მაისურით 177 მატჩში 81 გოლის გატანა და 16 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.