სექტემბრის საუკეთესო მწვრთნელი "მანჩესტერ სიტის" თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა გახდა. მისი ხელმძვანელობით გუნდმა 4 მატჩი 17:0-ის სხვაობით მოიგო. მეტოქეებს შორის "ლივერპული" და "ჩელსი" იყვნენ.
საუკეთესო ფეხბურთელი კი ლონდონის "ტოტენჰემის" ფორვარდი ჰარი კეინი გახდა. კეინმა 4 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
სექტემბრის თვის საუკეთესო გოლის ავტორი კი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ანტონიო ვალენსია გახდა, რომელმაც "ევერტონს" გაუტანა.