ლუი ვან გაალი: "მანჩესტერზე" შურის საძიებლად ინგლისის რომელიმე ტოპ-გუნდს ჩავიბარებდი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა "მანიუს" მიმართ თავის დამოკიდებულებაზე "მირორთან" ისაუბრა:

"შესაძლოა, კლუბში არასოდეს აღარ ვიმუშაო, თუმცა გამონაკლისს დავუშვებდი, თუ პრემიერლიგის რომელიმე ტოპ-გუნდის ჩაბარებას შემომთავაზებდნენ, რადგან ასეთ შემთხვევაში "მანიუზე" შურისძიების საშუალება მომეცემოდა.

სანამ მოურინიოს გუნდის მენეჯერად დანიშნავდა, კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, ედ ვუდვორდს ჩემთვის აზრი უნდა ეკითხა. ისე, ჟოზეს საწინააღმდეგო არაფერი არა მაქვს".