
ნიგერიელმა საუდის არაბეთის კლუბებს შეუთვალა, რომ ევროპის კონტინენტის დატოვებას არ აპირებს და კარიერის გაგრძელებას პრემიერ ლიგაში სურს.
26 წლის ფორვარდის მომავალ სავარაუდო კლუბად "მანჩესტერ იუნაიტედი" სახელდება და გავრცელებული ინფორმაციით, აფრიკელი "წითელ ეშმაკებში" გადასვლას იმ შემთხვევაშიც დათანხმდება, თუ კლუბი ევროპული ტურნირების საგზურს ვერ მოიპოვებს.
სათქმელია ისიც, რომ ოსიმენის კონტრაქტის მფლობელ გუნდ "ნაპოლის" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ალეხანდრო გარნაჩოს წაყვანა სურს და ნიგერიელიც შესაძლოა, გარიგებაში ჩართონ.