24 წლის გერმანელი ფეხბურთელი ალექსის სანჩესის შემცვლელად განიხილება, რომელიც კარიერას, სავარაუდოდ, "მანჩესტერ სიტიში" განაგრძობს.
თავის მხრივ კი, პსჟ-ს უეფას მხრიდან დაკისრებული რეგულაციების გამო რამდენიმე ფეხბურთელთან განშორება მოუწევს.
იულიან დრაქსლერი პარიზულ კლუბში 2016 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს, მიმდინარე სეზონში კი, 16 შეხვედრაში 2 გოლის ავტორი გახდა.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით