FA CUP-ის 1/16-ფინალისტის ვინაობას ერთმანეთში "მასფილდი" და "კარდიფი" არკვევდნენ.
საბოლოოდ, სტუმრებმა 4:1 გაიმარჯვეს და მომდევნო წრეში "სიტის" შეხვდებიან.
ხოსეპ გვარდიოლას კი ინგლისის ამ პატარა ქალაქში დიდი პატივისცემით დახვდნენ.
მას "მანსფილდის" პრეზიდენტი კაროლინა რაშფორდიც შეხვდა, რომელმაც შემდეგში სოციალურ ქსელში გვარდიოლასთან ერთად გადაღებული სურათი, წარწერით - "შეხედეთ, როგორი ლეგენდა იმყოფება დღეს ჩვენს სახლში", - გამოაქვეყნა.