სტივენ ჯერარდი ნაბი კეიტას შეხვდა და 8-ნომრიანი მაისური გადასცა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ლეგენდარული ფეხბურთელი სტივენ ჯერარდი, ვინც ამჟამად გლაზგოს "რეინჯერსს" წვრთნის, კლუბის ახალწვეულ ნაბი კეიტას შეხვდა და 8-ნომრიანი მაისური გადასცა.

მოგეხსენებათ, ამ ნომრით სწორედ ჯერარდი ასპარეზობდა და 2015 წლის მაისის შემდეგ, მას მერე, რაც სტივი ჯი "გელექსიში" გადაბარგდა, მერსისაიდელების 8-ნომრიანი მაისურით აღარავის უთამაშია.

"ეს ჩემთვის დაუჯერებელი დღეა. ძალიან აღელვებული ვარ, რადგან ამ ნომერს წლების განმავლობაში სწორედ ლეგენდარული ჯერარდი ატარებდა.

როდესაც ის ჩემთან ახლოს მოვი
და და მაისური გადმომცა, შევხედე და გავიფიქრე - ღმერთო, ის ხომ ლეგენდაა.

ჯერარდი არის ადამიანი, რომელიც გასწავლის პატიოსნებას და ყველაფერ იმას, რაც მოედანზე უნდა გააკეთო", - აღნიშნა კეიტამ.

23 წლის გვინეელი "ლივერპულში" "ლაიფციგიდან" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, 60 მილიონ ევროდ გადავიდა.