The Sun: ტიბო კურტუამ ლონდონის "ჩელსის" ულტიმატუმი წაუყენა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მეკარეს, ტიბო კურტუას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ლონდონური გუნდი დატოვოს.

The Sun-ის ინფორმაციით, 26 წლის ბელგიელმა მეკარემ კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა და სატრანსფერო ფანჯრის დაკეტვამდე მისი გაყიდვა მოსთხოვა.

თუ ეს არ მოხდება, მაშინ კურტუა შემდეგ ზაფხულს "ჩელსის" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

თავის მხრივ, "ჩელსი" ცდილობს, კურტუა დარჩენაზე დაითანხმოს და მას გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობს, რაზეც ფეხბურთელმა უარი განაცხადა.

"ლურჯების" მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი პირადად აპირებს კურტუას შეხვდეს და ახალი კონტრაქტის გაფორმებაში დაარწმუნოს.

შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატებმა" კურტუას ტრანსფერზე მოლაპარაკებები მადრიდის "რეალთან" შეაჩერეს.

alt

"რეალს" ტიბო კურტუა უნდა, ვილიანი - არა

altტიბო კურტუა მადრიდში სახლს ეძებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული