ვერტონგენმა ფირმინოს კინაღამ თვალი გამოსთხარა და პსჟ-სთან მისი თამაში საეჭვოა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-5 ტურში ლონდონში ჩატარებული მატჩის 74-ე წუთზე "ტოტენჰემის" მცველმა იან ვერტონგენმა "ლივერპულის" თავდამსხმელს რობერტო ფირმინოს ტრავმა მიაყენა.

ვერტონგენმა ფირმინოს თითი თვალში მოარტყა, ბრაზილიელმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და ჯორდან ჰენდერსონმა შეცვალა.

ფირმინო საავადმყოფოში წაიყვანეს და გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სერიოზული დაზიანება არ მიუღია, თუმცა შესაძლოა, 18 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან ვერ ითამაშოს.

ამ შეხვედრაში მან 54-ე წუთზე გაუტანა მეორე გოლი "დეზებს".

altლივერპულის დიდებული სტარტი - 5-დან 5 მოგება! [VIDEO]

altსადიო მანე: ფირმინო ცხოველივით შრომობს

altლარისა პერეირა - აქტიური და

დასვენების მოყვარული რობერტო ფირმინოს მეუღლე [PHOTO]