წარმატებული თამაშის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სადიო მანეა.
სენეგალელი ფეხბურთელი გუნდის ბომბარდირია. მან უკვე ოთხი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა, მისი თქმით, ის ამ გამარჯვებების მთავარი მიზეზი არ არის.
"ბევრი ფეხბურთელი ჩემსა და სალაჰზე საუბრობს. ამის მოსმენა სასიამოვნოა, მაგრამ "ლივერპულის" სიძლიერე მის გუნდურობაშია. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ჩვენს გვერდზე თამაშობს რობერტო ფირმინო, რომელიც ცხოველივით შრომობს და საქმეს გვიადვილებს" - განაცხადა სადიო მანემ.
მერსისაიდული კლუბი შაბათს "უემბლიზე" "ტოტენჰემს" შეხვდება.