ჟოზე თუ გვარდიოლა, მესი თუ რონალდო? - კლოპის პასუხები

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "მანჩესტერ სიტის" თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა და ასევე, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შორის არჩევანი გააკეთა.

- ინგლისური პრემიერლიგის თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება?
- პრემიერლიგის, რადგან "ლივერპულს" ის ჯერ მოგებული არ აქვს. თუმცა სინამდვილეში ჩემთვის დიდი განსხვავება არ არის. ორივე ტურნირის მოგება მინდა. ეს საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა.

- რონალდო თუ მესი?
- ეს არასამართლიანია. იგივეა, რაც პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის შორის არჩევა. ლიონელს ავირჩევდი. ყოველ შემთხვევაში, ორივეთი აღფრთოვანებული ვარ.

- გერმანული ლუდი თუ ელი?

- ეს მარტივია - გერმანული ლუდი. ის უფრო გემრიელია.

- You’ll never walk alone სად უფრო ემოციურად ჟღერს, ლივერპულში თუ დორტმუნდში?
- ლივერპულში სტადიონზე ყველა მღერის, 100-ვე პროცენტი. ვფიქრობ, ეს უფრო ემოციურია, მაგრამ არ ვიცი, სად უფრო ხმამაღლა მღერიან. ორივეგან შთამბეჭდავია. სხვათა შორის, მაინცშიც მღერიან You’ll never walk alone. სამივე ჩემს კლუბში მღეროდნენ You’ll never walk alone-ს. მაგარია, ხომ?

- ხოსეპ გვარდიოლა თუ ჟოზე მოურინიო?
- ხოსეპ გვარდიოლა. ვფიქრობ, რომ გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. ეს ჟოზესთან შედარების საკითხი არაა, ნებისმიერი სხვა გვარი რომ გეთქვათ, იგივე იქნებოდა", - თქვა კლოპმა Sky Sports Germany-ს ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული