კლუბს სესკ ფაბრეგასი და დავიდ ზაპაკოსტა დატოვებენ. ესპანელ ფეხბურთელს ტიერი ანრის "მონაკოს" უკავშირებენ, ხოლო ზაპაკოსტა, სავარაუდოდ, სამშობლოში დაბრუნდება და "ლაციოს" შეუერთდება.
აღნიშნულ ფეხბურთელებს მაურისიო სარის ფორმაციის "ჩელსიში" სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ და მათი წასვლაც სწორედ ამას უკავშირდება.
ლონდონურმა კლუბმა კი პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა, "არისტოკრატებმა" დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი კრისტიან პულისიჩი შეიძინეს.
კრისტიან პულისიჩი ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელია