"ლიდსის" მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ აღიარა, რომ მეტოქეთა გუნდებს ვარჯიშებზე უთვალთვალებდა.
დღეს ეს მან სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე თქვა.
11 იანვარს, პოლიციამ "ლიდსის" წარმომადგენელი დააკავა, რომელიც "დერბის" ვარჯიშს, რომლის მენეჯერი ფრენკ ლამპარდია, დურბინდით უყურებდა.
"მე მზად ვარ ლიგის გამოძიებასთან ვითანამშრომლო. ყველაფერს ვიტყვი. მე ვჯაშუშობდი, ყველა მოწინააღმდეგის ვარჯიშს ვუთვალთვალებდით.
მესმის, შეიძლება დამსაჯონ. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ კანონი არ მიკრძალავს. ასეთი რამ არსად არ წერია და არ იზღუდება. შესაძლოა, კარგი
არაა, მაგრამ კანონის დარღვევა არ გახლავთ. რაიმე ავი განზრახვა არ მქონია და თავის მართლებას არ ვაპირებ", - ციტირებს ბიელსას Yorkshire Evening Post-ი.