პოლ პოგბა: სოლსკიაერმა "იუნაიტედს" მოურინიოს დროს დაკარგული თავისუფლება დაუბრუნა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა კლუბის მთავარ მწვრთნელთან, ოლე-გუნარ სოლსკიაერთან 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას გამოეხმაურა.

"მასთან ერთად კარგი შედეგები გვაქვს. სოლსკიაერი არის მწვრთნელი, რომელიც გვაფასებს. ის ფეხბურთელებში საკუთარი ძალების რწმენას აძლიერებს.

მან ფეხბურთის თამაშის თავისუფლება დაგვიბრუნა, რომელიც, ვფიქრობ, მანამდე დაკარგული გვქონდა. მოსვლის დღიდან ის გვეუბნებოდა, რომ ფეხბურთის თამაშისგან კვლავ სიამოვნება უნდა მივიღოთ.

სოლსკიაერი ამბობდა, რომ როდესაც თამაშისგან სიამოვნებას არ იღებ, თამაშს აზრი საერთოდ არ აქვს, და როდესაც აღარ გიყვარს ის, რასაც აკეთებ, ამ საქმეს საერთოდ უნდა შეეშვა.

მან გვითხრა, რომ ერთმანეთის
გვერდით თამაში უნდა მოგვწონდეს და დავტკბეთ შეტევით, შედეგი კი თავისით მოვა", - განაცხადა პოგბამ.

altოფიციალურად: "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოლე-გუნარ სოლსკიაერს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა

alt"მეთოფეები" ანდერ ერერას უმიზნებენ

alt"ბარსელონა" სამუელ უმტიტის გასაშვებად მზადაა - ფრანგი "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული