
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ ტურინის "იუვენტუსის" თავკაცი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს.
ესპანელი სპეციალისტის კონტრაქტი "ქალაქელებთან" 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.
გასული სეზონის შემდეგ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსის" მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გახდებოდა, მაგრამ "ბებერი ქალბატონი" მაურიციო სარიმ ჩაიბარა.
შეგახსენებთ, რომ 6 ტურის შემდეგ "სიტი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 13 ქულით მეორე ადგილზეა.