23 ნოემბერს, პრემიერლიგის მე-13 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" სახლში 2:1 მოუგო "ჩელსის".
"სიტი" 28 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "ლივერპულს" 9 ქულით ჩამორჩება, ხოლო "ჩელსი" 26 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.
ამ მატჩში "ქალაქელები" ბურთს სათამაშო დროის 46.74% ფლობდა, რაც მისი მენეჯერის, პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში ანტირეკორდია. კატალონიელმა მწვრთნელის რანგში 381 შეხვედრა ჩაატარა.
"სიტიმ" ჩემპიონატზე "ჩელსის" 6-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.
მანჩესტერელთა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ 77-ე წუთზე მძიმე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
"მანჩესტერ სიტი" მე-6 გუნდია, რომელმაც პრემიერლიგაზე 400 გამარჯვება მოიპოვა.
მანჩესტერი. "ეტიჰადი". 54 486 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ჩელსი 2:1
გოლები: 0:1 კანტე (21),1:1 დე ბრიუნე (29), 2:1 მარეზი (37)