The Athletic-ის ინფორმაციით, "ტოტენჰემ ჰოთსპურის" დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, სხვა კლუბის ფეხბურთელი გახდეს. აღნიშნული სურვილის შესახებ 27 წლის ფეხბურთელი გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ესაუბრა.
კრისტიან ერიკსენმა ცოტა ხნის წინ უარი თქვა "ტოტენჰემთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. ლონდონელები დანიელს ხელშეკრულების 2024 წლამდე გაფორმებას და ხელფასის 9 მილიონ ევრომდე გაზრდას სთავაზობდნენ.
ამ სეზონში ერიკსენმა "ტოტენჰემის" შემადგენლობაში 15 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. გერმანული პორტალი transfermarkt.de მოთამაშეს 100 მილიონ ევროდ აფასებს.