"მანჩესტერი" კავანიში 25 მილიონს იხდის - პსჟ 35 მილიონს ითხოვს

AutoSharing Option
პსჟ-ის ვეტერანი თავდამსხმელი ედინსონ კავანი შესაძლოა, "ატლეტიკოში" კი არა, "მანჩესტერში" გადავიდეს.

Manchester Evening News-ის ცნობით, 32 წლის ფორვარდის სამსახურით "მანჩესტერი" დაინტერესდა და ტრანსფერში 25 მილიონი ევროს გადახდის მზადყოფნა გამოთქვა.

პარიზული კლუბი კი ფეხბურთელს 35 მილიონად აფასებს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

კავანი "პარი სენ ჟერმენში" 2013 წლიდან თამაშობს, ხოლო ამ სეზონში 14 მატჩში 5 გოლი გაიტანა.