მადრიდის "ატლეტიკომ" პსჟ-ის ფორვარდზე, ედინსონ კავანიზე სატრანსფერო თანხის შეთავაზება გაზარდა.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, კლუბი მზადაა 32 წლის ურუგვაელ ფეხბურთელში 15 მლნ ევრო გადაიხადოს და თავდამსხმელი ზამთარში შეიძინოს.
ზაფხულში კავანის პარიზულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება.