"როცა მოვედი, ვგრძნობდი, რომ ბევრი რამ უნდა შემეცვალა. არა მხოლოდ ტაქტიკაზე, არამედ ფეხბურთელებზეც ვსაუბრობ. მე ჩემი ფილოსოფია მაქვს, რომელიც, ვფიქრობ, ამ კლუბს უხდება. მე სულითხორცამდე "მანჩესტერელი" ვარ და ვიცი, რა სჭირდება გუნდს." - ციტირებს სოლსკიაერს The Daily Mail.
შეგახსენებთ, სოლსკიაერი "მანჩესტერის" მთავარ მწვრთნელად 2018 წელს დროებით დაინიშნა. იმავე წლის მარტში მას სრულფასოვანი 3 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.