ვერნერის დასარწმუნებლად ლამპარდი და ჩეხი თებერვალში გერმანიაში გაფრინდნენ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი და გუნდის ყოფილი მეკარე, ხოლო ამჟამად ტექნიკური კონსულტანტი პეტრ ჩეხი ტიმო ვერნერის ტრანსფერში უშუალოდ იყვნენ ჩართულნი.

ლამპარდი და ჩეხი ჯერ კიდევ თებერვალში ესტუმრნენ გერმანიას, შეხვდნენ ტიმოს ოჯახსა და აგენტს და ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება "ჩელსიში" შესთავაზეს.

The Telegraph-ის ცნობით, მოლაპარაკებებში გადამწყვეტი როლი ჩეხმა ითამაშა, რომელიც იდეალურად ფლობს გერმანულ ენას. მან კონტაქტი დაამყარა ტიმოს ახლობლებთან და ლამპარდისთვის თარჯიმანიც იყო.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ასეთი სქემით ლამპარდმა და ჩეხმა "აიაქსის" ნახევარმცველის, ჰაკიმ ზიეშის ტრანსფერი გაჩარხეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული