კოლიმორი: ეს "ლივერპული" პრემიერლიგის უდიადეს გუნდებში ვერ შევა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა სტენ კოლიმორმა იურგენ კლოპის გუნდი შემდეგნაირად შეაფასა.

"ლივერპული" შესანიშნავი გუნდია, 2 მატჩის შემდეგ დამსახურებულად გახდება ჩემპიონი. გამარჯვებას ვიზეიმებ, თუმცა უფრო იმიტომ დომინირებდა, რომ მისმა ბევრმა მეტოქემ უხეიროდ იასპარეზა.

ასეთი დომინირება კლოპის გუნდს ისტორიაში უდიადესთა რიგებში ვერ შეიყვანს. საქმე ისაა, რომ სხვა კლუბებს შემადგენლობების გასაძლიერებლად მსგავსი ბიუჯეტი არა აქვთ და არათანაბარ სიტუაციაში იმყოფებიან.

ამ სეზონში "ლივერპული" განსაკუთრებულად თამაშობს, მაგრამ გახდება კი ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო? ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ვერ გახდება", -  ციტირებს კოლიმორს "დეილი მირორი".