პრემიერლიგის 34-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე 5:0 სძლია "ნიუკასლს".
გოლი და 2 საგოლე გადაცემა 34 წლის ნახევარმცველმა დავიდ სილვამ მიითვალა. უკვე ზედიზედ მეათე სეზონია ის "ქალაქელებში" მინიმუმ 10 საგოლე გადაცემას აკეთებს - სულ მის ანგარიშზე 121 საგოლე პასია.
პეპ გვარდიოლას გუნდი 69 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "ჩელსის" 9 ქულით უსწრებს და 11 ივლისს სტუმრად "ბრაიტონს" შეხვდება.
მანჩესტერ სიტი - ნიუკასლი 5:0
გოლები: 1:0 გაბრიელ ჟეზუსი (10), 2:0 მარეზი (21), 3:0 ფერნანდესი (58, საკ.კარში), 4:0 დავიდ სილვა (65), 5:0 სტერლინგი (90+1)