"ტოტენჰემი" ძანიოლოში 50 მილიონს ჩამოდის

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემი" რომას ნახევარმცველში ნიკოლო ძანილოში 50 მილიონი ევროს გადასახდელად ემზადება. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა "თვითერის" მეშვეობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელში "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი თავად ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული. ასევე, აღსანიშნავია, რომ იტალიელებს, შესაძლოა, არ მოეწონოთ ლონდონელების შემოთავაზება, რამდენადაც ნიკოლოს გაყიდვას 60-70 მილიონ ევროდ აპირებენ.

მიმდინარე სეზონში 21 წლის მცველმა სერია A-ში 22 მატჩი გამართა, გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 1 ასისტი.

ასევე დაგაინტერესებთ